ზურაბ ჯაფარიძე - ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე სულ მცირე უსინდისობაა
„მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ჯაფარიძე წერს, არავინ აპირებდა რაიმეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე.
„ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა“ ხალხისთვის.
ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე,
ისევე, როგორც
ბ) ნებისმიერი, თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა, გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, არის მინიმუმ უსინდისობა.
სინამდვილეში რა არის, არ დავწერ.
1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;
2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;
3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი;
4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი;
რეალურად, არ იდო არაფერი.
მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის“ გაუარესებული ვერსია
გაუარესება ხდებოდა „ოცნების“ მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)
ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ „ოცნების“ მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური.
ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.
არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა. ფეხზე ჰკიდია, შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ.
ესაა მოცემულობა.
პ.ს.: არავინ აპირებდა რაიმეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
„ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა“ ხალხისთვის
ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე…
Posted by Zurab Girchi Japaridze on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021