ზურაბ ჯაფარიძე - არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც ჯერჯერობით პოზიციები დაახლოებულიც კი არ არის
არის პუნქტები, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც ჯერჯერობით პოზიციები დაახლოებულიც კი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვერ გეტყვით პუნქტებთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელ პუნქტზე შევთანხმდით და რომელზე ვერა. გეუბნებით, არის პუნქტები, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც ჯერჯერობით პოზიციები დაახლოებულიც კი არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „ასევე ნათქვამი იყო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, მათ შორის უნდა შეწყდეს იმ საქმის გამოძიება, რომელიც 43 წლის ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, ხართ თუ არა ამისთვის მზად“, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მსგავსი რამ პუნქტებში ნახსენები არ არის.
„წარმოდგენა არ მაქვს, რას მეკითხებით. იმ პუნქტებში მსგავსი რამ არ ყოფილა, არც ერთ მხარეს. დოკუმენტის გასაჯაროების უფლება არავის ჰქონდა. მედიაში რა გამოქვეყნდა, ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.