თუ ვნახავთ, რომ ისეთ დარღვევებზე, რომელზეც რეაგირება არის საჭირო, მათ შორის აქციებით, ჩვენი გადასაწყვეტია, აქციებს ჩავატარებთ თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა.
„ჩემი მთავარი კითხვა იყო, როცა ოპოზიციურ პარტიებთან მოვედით, ვკითხე – გვაქვს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც გვქონდა საკოორდინაციო შტაბი, დამატებითი ინფორმაცია რაიმე სხვა მძიმე დარღვევებზე, გარდა იმისა, რაც აქვთ საია-სა და საერთაშორისო გამჭვირვალობას, სამართლიან არჩევნებს, ევროსაბჭოს, თუ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიებს.
ეს ინფორმაცია სხვა პარტიებმა უნდა მოგვაწოდონ. ეს უნდა შეგროვდეს და უნდა ვნახოთ, რაიმე განსხვავებული გვაქვს თუ არა. ისინი ეყრდნობიან, რაღაც სახის დარღვევებს, რაზეც აქვთ ინფორმაცია. ეს არის დასაპაკეტებელი და მოსამზადებელი.
ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევების ფონზე. თუ ვნახავთ, რომ ისეთ დარღვევებზე, რომელზეც რეაგირება არის საჭირო მათ შორის აქციებით, ჩვენი გადასაწყვეტია – აქციებს ჩავატარებთ თუ არა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.