ზურაბ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ცხადია, მართლა არიან ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება
ზურაბ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ცხადია, მართლა არიან ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება

არ მგონია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობთ იმ ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„მე არ მგონია, რომ რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს ესეთი ტიპის კამპანია, როგორიც მათ აქვთ ახლა.„ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ვიღაცა ცდილობს დესტაბილიზაციასა და ცხადია, გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ცხადია, მართლა არიან ვიღაც ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ რაღაც რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რეალურად კი, არ მგონია, ახლა ეს საფრთხე არსებობდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.