ზურაბ ჯაფარიძე - ამბობდე, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ტყუილიაო და თან აცხადებდე, პასუხისმგებლობას გაურბის გამოწვევების ფონზეო, აბსურდია
ამბობდე, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ტყუილიაო და თან აცხადებდე, პასუხისმგებლობას გაურბის გამოწვევების ფონზეო, აბსურდია, – „გირჩი მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ფაჯარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუ მართლა გჯერა, რომ რეალურად გაიწია პოლიტიკიდან, მაშინ შეიძლება, ისაუბრო უპასუხისმგებლო ქცევაზე (რამდენად თანმიმდევრულია ეს პოზიცია, როცა წლებია ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებისთვის იბრძვი, სხვა საკითხია). მაგრამ, თან ამბობდე არსად წასულა, ტყუილიაო და თან აცხადებდე, პასუხისმგებლობას გაურბის არსებული გამოწვევების ფონზეო – აბსურდია; ფორმალური თანამდებობა მანდ არაფერს ცვლის. ასევე, გასაქცევად როდესაც ემზადებიან, აქტივებს აფორმებენ ოფშორულ კომპანიებზე; მე რაც ვნახე, პირიქით, ოფშორებიდან გადმოიტანა ფონდ „ქართუზე“.
ეს „ოღონდ ბიძინაზე/ოცნებაზე მისხმის შესაძლებლობა მქონდეს და რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი“ დამოკიდებულება არის ერთ-ერთი იმ ქცევათა შორის, რომლებიც სერიოზულად აზიანებს ოპოზიციას. სხვა, აუარებელ, სამართლიან და დამსახურებულ სხმას უკარგავს ფასს და ჭრას“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.