ზურაბ ჯაფარიძე - ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან
ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.
„ახლა მოვედი, რათა გავაპროტესტო ის, რაც მოხდა დღეს, რადგან მგონია, რომ ძალიან საშიში რაღაც მოხდა. მგონია, რომ მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან ამ ნაბიჯს გადავაყოლებთ ხელისუფლებას და გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ჩემი აზრით, მაგის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები და რა წესითაც არ უნდა იყოს არაპროპორციული, პროპორციული მნიშვნელობა არ აქვს. რა წესიც არ უნდა იყოს, იმ წესით უნდა მოვუგოთ და გავუშვათ ხელისუფლებიდან. შემდეგ გავაჩინოთ შანსი, რომ ამ ქვეყნიდან რაღაც გამოვიდეს, ან ამ ქვეყნიდან უნდა გავიქცეთ, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრება არის საშიში. ეს არის მარტივი არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ამ ქვეყნის ნებისმიერმა საღი აზრის მქონე ადამიანმა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა. მიხეილ ყაველაშვილი იმ 37 დეპუტატს შორისაა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.