ზურაბ ჯაფარიძე - „ალდეს“ კონგრესის ფარგლებში ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას და განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, რით შეიძლება დაგვეხმარონ უახლოეს კვირებში
ზურაბ ჯაფარიძე - „ალდეს“ კონგრესის ფარგლებში ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას და განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, რით შეიძლება დაგვეხმარონ უახლოეს კვირებში

„ალდეს“ კონგრესის ფარგლებში ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას, სადაც განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, რით შეიძლება დაგვეხმარონ ისინი უახლოეს კვირებში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ალდეს“ წევრ პარტიებს აინტერესებთ, რა მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში, რადგან არა მხოლოდ საქართველოს, მთლიანად ევროპის ბედი წყდება.

„გვაქვს სრული მხარდაჭერა. რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რასაც თითს დავადებთ, ყველაფერს მივიღებთ ევროკავშირიდან. ეს განწყობაა იქიდან. ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას, სადაც ყველა პარტია ვიყავით წარმოდგენილი და განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, რით შეიძლება ისინი დაგვეხმარონ ჩვენ ამ უახლოეს კვირებში. ასევე, მოაწყვეს ცალკე პანელი, დისკუსია „ალდეს“ კონგრესის ფარგლებში, სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხები, დროის 90 პროცენტი წაიღო საქართველოს საკითხმა.

„ალდეს“ წევრი პარტიები ვინც არიან, 26 ოქტომბერს ყველა აპირებს, იჯდეს დილიდან ტელევიზორთან და დააკვირდნენ არჩევნებს, ყველას აინტერესებს, რა მოხდება აქ, რადგან წყდება არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ევროპის ბედი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.