ზურაბ ჯაფარიძე ახალ „გირჩს“ აფუძნებს.
როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება.
მისივე თქმით, პარტიას სახელწოდებაც და ლოგოც იგივე ექნება, რაც უკვე მოქმედ პარტია „გირჩს“ აქვს.
„ვიცი, რომ ერთი „გირჩიც“ ყელში ჰქონდა ამოსული საზოგადოები რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია. საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს საქმეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.