ზურაბ გურიელიძე ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს - ზოოპარკში სირაქლემა არ გვყავს, ეს ემუა
თბილისის ზოოპარკში სირაქლემა არ გვყავს, ეს ემუა, – განუცხადა პირველ არხს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
მისი თქმით, ავსტრალიაში გავრცელებული ეს ფრინველი საკმაოდ აგრესიულია.
„თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოველისა თუ ფრინველის რამდენიმე საათით „გათხოვება“ გამორიცხულია. ცხოველებისთვის ტრანსპორტირება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, ზოოპარკის ფუნქცია კი ცხოველებზე ზრუნვაა“, – განაცხადა გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორი პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ სხვა გამოსავლის პოვნას ურჩევს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს ზოოპარკში მივიდა და ზოოპარკის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ 13 ივლისს რამდენიმე საათით დედალი სირაქლემა ათხოვონ.