ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ინდივიდუალურად უნდა აიღონ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ვისაც ეშინია, გაიკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია
ინდივიდუალურად უნდა აიღონ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ვისაც ეშინია, გაიკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისული მოქალაქეების მიერ კორონავისრუსთან დაკავშირებული წესების დაცვის საკითხზე განაცხადა.
„პასუხისმგებლები არიან ინდივიდები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ვისაც უნდა იცავს დისტანციას, ვისაც უნდა ატარებს პირბადეს, მათი გადასაწყვეტია, მათი პასუხისმგებლობაა. ინდივიდუალურად უნდა აიღონ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ვისაც ეშინია, გაიკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, კითხვაზე, ეშინია თუ არა თვითონ ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსის, პასუხობს, რომ „ნაკლებად“.