ზურაბ დათუნაშვილი - თუკი გეგეშიძე დარჩება, იძულებული ვიქნები, დავტოვო ქვეყანა
ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში გასამართ პრეზიდიუმის სხდომას დაელოდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი შედეგის მიხედვით მიიღებს, თუმცა არსებით ცვლილებას ის ამ შეკრებაზე არ ელოდება.
„თუ პრეზიდიუმის სხდომა შეივსება მოჭიდავეებით, მე მზად ვარ, მივიდე. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მოძალადე და აგრესიული პრეზიდენტი სურთ, თანახმა ვარ – აირჩიონ. მე ამ ადამიანთან ვერ ვითანამშრომლებ. მივალ ყველა საელჩოსთან, გავესაუბრები ყველა ელჩს და ამის შემდეგ იძულებული ვიქნები, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემი კარიერა გადავარჩინო. სხვანაირად მე გამოსავალს ვერ ვხედავ“, – განაცხადა პირველ არხთან ზურაბ დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.