ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბმა მეოთხედფინალში ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (82კგ-ში) ლაშა გობაძე დაამარცხა.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა 2021 წელს უდიდეს წარმატებას მიაღწია. დათუნაშვილი გახდა მსოფლიოსა  და ევროპის ჩემპიონი,იგი ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.