ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ტურნირის ფინალშია.

პირველ დაპირისპირებაში მან რუსი სპორტსმენი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს (82კგ-ში) ლაშა გობაძეს სძლია. ნახევარფინალში დათუნაშვილმა დანიელი მოჭიდავეს მოუგო და დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ბელარუს მასკევიჩს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში,რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ასევე ფინალში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების წევრი ლერი აბულაძე (63კგ), ხოლო ბრინჯაოსთვის რამაზ ზოიძე (67კგ) იბრძოლებს. მესამე ადგილისთვის ჭიდაობის შანსს რეპეშაჟიდან ლაშა გობაძე ინარჩუნებს.