„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილი უკვე სრულფასოვნად იკვებება, ვარჯიშობს, სატურაციის უმნიშვნელო ცვლილება უკავშირდება ფიზიკურ აქტივობას, არაფერი გასაკვირი არ არის
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილი უკვე სრულფასოვნად იკვებება, ვარჯიშობს, სატურაციის უმნიშვნელო ცვლილება უკავშირდება ფიზიკურ აქტივობას, არაფერი გასაკვირი არ არის

არანაირი ცვლილება არ აქვს, იყო რამდენიმე უმნიშვნელო ეპიზოდი სატურაციის ცვლილების, რაც უკავშირდება ფიზიკურ აქტივობას, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იკვებება სრულფასოვნად, ვარჯიშობს და ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ კორელაციაშია სატურაციის უმნიშვნელო ცვლილებასთან.

„მე ჟურნალისტმა დამირეკა და უცნაურია, კვირას რომ გაახსენდა ჩივილები. ჩვენთან არ უკითხავთ არაფერი და რაღაც განცხადებებს აკეთებენ კამერების წინ. არანაირი ცვლილება არ აქვს, იყო რამდენიმე ძალიან უმნიშვნელო ეპიზოდი სატურაციის ცვლილების, რაც უკავშირდება ფიზიკურ აქტივობას. ადამიანი იკვებება უკვე სრულფასოვნად, ფიზიკურად სრულფასოვნად აქტიურია, ვარჯიშობს, აქვს იქ ტრენაჟორი და არაფერი გასაკვირი არ არის. ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ კორელაციაშია სატურაციის უმნიშვნელო ცვლილებასთან“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ პალატა შეუცვალეს, რის შემდეგაც მისი სატურაცია მკვეთრად დაეცა, აქვს სისუსტე, ძილიანობა და ჰაერის უკმარისობა.