ზურაბ ჭიაბერაშვილი - წარმოდგენილი ბიუჯეტი არის პრობლემების გაღრმავებისა და არა მათი გადაჭრის ბიუჯეტი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - წარმოდგენილი ბიუჯეტი არის პრობლემების გაღრმავებისა და არა მათი გადაჭრის ბიუჯეტი

წარმოდგენილი ბიუჯეტი არის პრობლემების გაღრმავებისა და არა მათი გადაჭრის ბიუჯეტი, – ეს გაცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, რომელიც განმარტავს რომ ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ჭიაბერაშვილის აზრით, წარმოდგენილი პროექტი წინა ბიუჯეტის ზუსტი ასლია და სწორედ ამგვარად დაგეგმილმა ბიუჯეტმა მიიყვანა ქვეყანა სიღარიბის ზღვრამდე.

„თუნდაც ის 20-ლარიან ზრდა პენსიების, რომელიც ჩადებულია, არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას, რადგან ქვეყანას ახლა სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ კეთილდღეობა გაიზარდოს, ამას კი სჭირდება გადასახადების შემცირება. სჭირდება ის, რომ მთავრობამ მოიკლოს თვითონ ბიუროკრატიული ხარჯი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.