ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში პარლამენტმა „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება გაიზიარა
„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება პარლამენტმა პრაქტიკულად გაიზიარა, რომ შეიქმნას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ყველა იმ ადამიანმა გადაიხადოს მნიშვნელოვანი ფასი და დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე ვინც ასეთ საშინელებას ჩადის საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმაც, თუკი საქართველოს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმართავს შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს.
„ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ მიზანი არის არა მხოლოდ ამ რეზოლუციის მიღება, რომელშიც ჩვენი იდეა გაიზიარა პარლამენტმა, არამედ გაკონტროლება იისა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც იქმნება ამ რეზოლუციით, ეფექტურად გამოიყენოს საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.