ზურაბ ჭიაბერაშვილი - რა თავმჯდომარეობა, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - რა თავმჯდომარეობა, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, თანამდებობა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ კენჭს ვიყრი. როდესაც ვუყურებდი ამ მდგომარეობას, დავინახე, რომ ეს უფრო ემსგავსებოდა რაღაც შიდაპარტიულ კინკლაობას, ვიდრე სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობას. ჩემი წუხილი უკავშირდება იმას, რომ დღეს, ამ მომენტამდეც, აქცია გაიმართოს თუ არა სააკაშვილთან დაკავშირებით, ამასაც კი „ფეისბუქში“ არჩევენ. წარმოუდგენელი მდგომარეობაა. არანაირ თანამდებობაზე პრეტენზია არ  გამაჩნია. მაქვს ჩემი სამსახური აკადემიურ სფეროში. მთავარია, გვაწუხებს და გვტკივა თუ არა დღევანდელი მდგომარეობა. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? ვინმეს ეს წარმოუდგენია? ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ფიქრზეც კი ზოგიერთებმა ისეთი განცხადება გააკეთეს, მე შემრცხვა მათ ნაცვლად. მადლობელი ვარ ათასობით ადამიანის, რომელსაც ზუსტად ესმის. შევწყვიტე ფიქრი. არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი – დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.