ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქართველ ხალხს აშშ-ისგან გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმით ჩაკეტილია გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ
ქართველ ხალხს აშშ-ისგან გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმით ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანას მკაფიო არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„ჩვენი მეგობრებისგან, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან, ქართველ ხალხს გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ ამ რეჟიმით, „ქართული ოცნებით“, ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.