ზურაბ ჭიაბერაშვილი - ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია
მშობლებს განსაკუთრებით გამძაფრებული გრძნობა გვაქვს, მით უმეტეს, მათ, ვისაც გვინახავს 90-იანი წლების უბედურება, ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ამაზე პასუხისმგებელი 100 პროცენტით არის ივანიშვილი და ივანიშვილის ხელის მთავრობა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც მობრუნების წერტილი აღარ არსებობს. არ აქვთ მათ ისტორიული მომენტის გაცნობიერება, არ აქვთ პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების მიმართ. მათ ერთადერთი პასუხისმგებლობა აქვთ ივანიშვილის მიმართ და ივანიშვილს კი – რუსეთის მიმართ.
ჩვენი შვილები იქ არიან, ისინი მორიგეობენ, მუშაობენ და იმის მაგივრად, რომ სახლში მივიდნენ და მეორე სამუშაო დღისთვის დაისვენონ, თავიანთ პატრიოტულ ვალს იხდიან რუსთაველზე და ახლა უკვე ქალაქის ნებისმიერ წერტილში. მშობლებს განსაკუთრებით გამძაფრებული გრძნობა გვაქვს ამ დროს. მით უმეტეს, იმათ, ვისაც გვინახავს 90-იანი წლების უბედურება. ამიტომ ჩვენ ახლა გავდივართ, ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიურ პროცესს და ეს პროცესი არის ჩვენი ერის სამოქალაქო ერთობის ხელახლა დაბადება, რისი ჩაკვლაც რუსებმა, კომუნისტებმა და ბოლშევიკებმა არაერთხელ სცადეს. ხელახლა ვუყურებთ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთების აღორძინებას ქუჩაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.