ზურაბ ჭიაბერაშვილი - დადებითად არ მეტყველებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება ასე უჭირს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - დადებითად არ მეტყველებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება ასე უჭირს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, დადებითად არ მეტყველებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ასე უჭირს.

როგორც ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩამოუყალიბებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და შესაძლო კანდიდატმა დროულად და მკაფიოდ განაცხადონ, თავიანთი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

„წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყანასა და ამომრჩეველს სჭირდება, რომ იცოდეს, რა არჩევანი გააკეთოს და თითოეული კანდიდატის პროგრამას როგორ შეხედოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კანდიდატია. ზურაბიშვილი ფორმალურად იქნება თუ არა „ქართული ოცნებიდან“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ მანევრებით ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, ამომრჩეველი და ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. სალომე ზურაბიშვილი მათი კანდიდატი იქნება და ყველამ იცოდეს, რომ აბსურდია, თითქოს, მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყავს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.