ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება

ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება.

„ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ამ დროს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ინვესტიციების შემოსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ეს გამოასწოროს ივანიშვილის რეჟიმმა. ეს ყველაფერი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.