ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩევენ #1TVSPORT
ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩევენ #1TVSPORT

23 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

ევროპის საჭადრაკო კავშირის მოქმედ პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილის კონკურენტი არ ჰყავს და მას  პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩევენ.

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს, რომელიც ევროპის 54 ქვეყნის ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს, 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

ზურაბ აზმაიფარაშვილის ძალისხმევით საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, ევროპის ქალთა პირველ ჩემპიონატს, ევროპის ვაჟთა მეორე ჩემპიონატს, უნიკალურ და ერთადერთ ისტორიულ მატჩს, რომლის მონაწილეები ევროპისა და აზიის გუნდები იყვნენ.

ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით დაწესდა უმაღლესი ევროპული ჭადრაკის ჯილდო – ოქროს პაიკი, რომლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2019 წლის ნოემბერში მონტე-კარლოში გაიმართა.