ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი, ადმინისტრაციული შენობა ექნება, სადაც ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება. ახალი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი გაეცნენ.