ზურაბ აზარაშვილი - წლის ბოლომდე დანერგილი იქნება სისტემა, რომელიც ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს სამართლიანად დააფიქსირებს
ზურაბ აზარაშვილი - წლის ბოლომდე დანერგილი იქნება სისტემა, რომელიც ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს სამართლიანად დააფიქსირებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების პროცესშია სამედიცინო ტარიფების დარეგულირების საკითხი.

მისივე თქმით, უკვე წლის ბოლომდე იარსებებს სისტემა, რომელიც ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს სამართლიანად დააფიქსირებს.

„რასაკვირველია, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების ფაზაშია. უკვე პირველი აპრილიდან სატესტო რეჟიმიც გვაქვს. არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიან ტარიფს თვლის ბაზარზე, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მეტის ან უსამართლოდ ნაკლების გადახდა. ეს სისტემა უკვე საპილოტე რეჟიმში გვაქვს ჩართული. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ამ ტარიფების „გამოყვანაზე“ და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. წლები სჭირდებოდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ როგორც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მპირდება, წლის ბოლომდე ეს სისტემა დანერგილი იქნება, რომელიც უკვე სამართლიანად დააფიქსირებს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს და ამის მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.