ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. თავის მხრივ, ჰაიდი გრაუმ ზურაბ აზარაშვილს შვეიცარიაში ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა.

შვეიცარიის ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტების უსაფრთხოების შესახებ მეხუთე გლობალურ მინისტერიალს, რომელიც შვეიცარიაში 2023 წლის თებერვალში გაიმართება.