ზურაბ აზარაშვილი - შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი იყოს ანტივაქსერი, ორჯერ არის აცრილი და პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში
ზურაბ აზარაშვილი - შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი იყოს ანტივაქსერი, ორჯერ არის აცრილი და პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში

შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი იყოს ანტივაქსერი, ორჯერ არის აცრილი და პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერი არ არის. შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქედან, მას აქვს გაკეთებული ორი ვაქცინაცია, ის პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში. ასევე იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, ასევე 100-ლარიანი ბუსტერდოზის შემთხვევაში.​აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, ანტივაქსერია თუ არა პრემიერი, ვფიქრობ, არასწორია.

მას ვუსმენდი და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა ის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ იყო ვაქცინირებული. თორემ „ომიკრონთან“ დაკავშირებით, როგორც იცით, „ფაიზერმა“ შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ჩვენ ეს ახალი ვაქცინა გვექნება, რომელი კონკრეტულად ამ მეექვსე შტამზე, „ომიკრონზე“ მუშაობს. აქედან გამომდინარე იყო მისი კომენტარი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.