ზურაბ აზარაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა
ზურაბ აზარაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. გამოცდები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ნაწილებს მოიცავს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს ორ წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი საგანმანათლებლო ცენტრში მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. მინისტრმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში მომსახურების ხარისხის გაზრდა სამინისტროს პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარამედიკოსები სამედიცინო მოტოციკლით შეძლებენ გადაადგილებას, რაც, მისი თქმით, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს გახდის.