ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ზურაბ აზარაშვილი, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

მხარეებმა ჩეხეთის სოციალური დაცვის სისტემის მართვისა და დაფინანსების საკითხები განიხილეს. ისაუბრებს დასაქმების პოლიტიკის, დეკრეტული შვებულების, ასევე – შშმ პირთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. ჩეხეთის მხარემ, საქართველოს დელეგაციას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ამ მიმართულებით, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.