ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტელეკომოანია „იბერია ტვ-ს“ საქმეზე ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს 1.6 წლით პატიმრობა, ხოლო მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს 40-ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ტვ იბერიის“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი 1.6 წლით პატიმრობის გარდა, დამატებით სასჯელად 2.3 წლით, თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
გიორგი ლაცაბიძეს ჯარიმასთან ერთად, სამი წლით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა.
გამოძების ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.