საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მომავალ კვირას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა 4 მარტს არის დაგეგმილი, რომელიც პირველი არხის ინფორმაციით, დახურულ ფორმატში წარიმართება.
სხდომაზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არაღიარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, SGS-სა და აბაშიძე კარასინის ფორმატს.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სხდომაზე მოწვეულია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც.