ზურაბ აბაშიძე - იმედია, რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა სავიზო და საკონსულო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა სავიზო და საკონსულო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ამის შესახებ აბაშიძემ პირველ არხს განუცხადა.
„ყველა დეტალი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ სირთულეები იყო აშკარად. მხედველობაში მაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია, სადაც ჩვენი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საკონსულო მომსახურებით სარგებლობდნენ. ეს ახალი სავიზო ცენტრი იმედია, ხელს შეუწყობს ამ პრობლემების მოგვარებას და მოქალაქეთა სავიზო, საკონსულო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა აბაშიძემ.
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება. ცენტრი ბესიკის ქუჩაზ N4-ში მდებარე ბიზნესცენტრში განთავსდება.