ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა
ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა დაუდასტურა.

მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.

მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

ზურა ხაჩიძე რეგიონში კულტურის, სპორტის, განათლებისა და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.