ზურა ჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე - მონიტორინგს გაუწევენ, რომ დოკუმენტი შესრულდეს ისე, როგორც არის გაწერილი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო საუბარი, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს ისე, როგორც არის გაწერილი,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის ელჩის რეზიდენციაში შედგა.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტის ტექსტი იყო საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება დადებულიყო. ეს არის იდეალური ტექსტი, მაგრამ ეს იყო საუკეთესო შეთანხმება, რაზეც შეიძლება მიღწეულიყო თანხმობა სხვადასხვა მხარეების მხრიდან. მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა „ბე“, მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და სრული პასუხისმგებლობის აღება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის საბოლოო გამოსავალი საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის. ეს იყო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინე. დიდხანს ვსაუბრობდით, როგორც ნახეთ, რამდენიმე საათი. იყო საუბარი, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.