ზუკა რურუა - მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება წინსვლა, ამ ყველაფრის გარანტი კი „ქართული ოცნებაა“, მჯერა ჩვენი საზოგადოების, ხვალ ერთად გავაკეთებთ არჩევანს მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ
მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება წინსვლა, ამ ყველაფრის გარანტი კი „ქართული ოცნებაა“. ვფიქრობ, ხვალ ყველა ერთად გავაკეთებთ არჩევანს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატი ზუკა რურუა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ზუკა რურუამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.
„ხვალ 26 ოქტომბერია – არჩევნების დღე. მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წინასაარჩევნო პერიოდი და ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გვისმენდა და თანადგომა გამოხატა ჩვენი გუნდის მიმართ. ასევე, მადლობა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის და ჩვენთვის გაზიარებისთვის, ეს ყველაფერი გვმატებს ძალას და შემართებას, კიდევ მეტად დავიხარჯოთ, მოგისმინოთ, თქვენი აზრი გავითვალისწინოთ. დღევანდელი ვითარება მსოფლიოსა და რეგიონში გვაჩვენებს, რომ მშვიდობა ფასდაუდებელია. მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება შენება, წინსვლა და განვითარება – ამ ყველაფრის გარანტი კი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. მჯერა ჩვენი საზოგადოების და ვფიქრობ, ხვალ ყველა ერთად გავაკეთებთ არჩევანს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ“, – წერს ზუკა რურუა.