ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საიუბილეო ღონისძიებები კონცერტით დასრულდა
ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გამართული კონცერტით დასრულდა.
საიუბილეო საღამოში ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების მართვის ცენტრის“ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.