ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია 54.18 პროცენტით იმარჯვებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი.
აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ხმათა 54.18 პროცენტით (30 470) იმარჯვებს.
ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.84 პროცენტი (24 095) აქვს.
სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.
ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.