ყაჩაღობა მოხდა გუშინ საღამოს ზუგდიდის ცენტრში.
არსებული ინფორმაციით, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში სავარაუდოდ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 300 ლარამდე თანხა მუქარით წაართვა მოლარეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიაში ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.