ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და ადგილობრივ მცხოვრებლებს ამოწმებენ.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ მოსახლეს ტემპერატურა არ გამოვლენია.
სპეციალური ეკიპირებით ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ და მათ მოუწოდებენ, რომ სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან, სთხოვენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან 112-ს მიმართონ.
წერეთლის ქუჩაზე ერთი ოჯახის სამ წევრს, 42 წლის მამაკაცს და მის ორ მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამავე ქუჩიდან კარანტინში 15-მდე არასრულწლოვანია გადაყვანილი.