ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) სამღვდელოებასთან ერთად ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტირიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი, წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს წმინდა ნაწილები გამოაბრძანა, გაიმართა ლიტანიობა.
ქალაქის ცენტრში მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა ღვთისმშობლის მოზაიკა და მომლოცველებთან ერთად გაემართა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრისკენ.
ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი და წმინდანთა წმინდა ნაწილები მთელი დღე ტაძარში იქნება დაბრძანებული და მისი მოლოცვა ყველა მსურველს შეეძლება.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს უცხოეთიდან და საქართველოს ყველა ეპარქიიდან სტუმრობენ.