ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს
ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ჯიხურის მეპატრონე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არ ფლობენ ინფორმაციას, რა თანხაა წაღებული.