ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები თბილისიდან ზუგდიდში გაემართნენ. ისინი ზუგდიდისკენ მიკროავტობუსებით მიდიან.
მათი განცხადებით, ზუგდიდში დამკვირვებლის სტატუსით მიდიან, რათა არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი არაბული აცხადებს, რომ ზუგდიდში მობილიზაცია იმისთვის აქვთ, რომ არჩევნები არ გაყალბდეს.
„მივდივართ ზუგდიდში, რადგანაც გავიარეთ წინა არჩევნები და ვიხილეთ, რა სქემა შეიმუშავა „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის. ჩვენ მთელი მობილიზაცია გვაქვს ზუგდიდში, რათა არ მოხდეს განმეორება იმ გაყალბების, რაც ხდებოდა აქამდე“, – განაცხადა გიორგი არაბულმა.