ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა.
ადგილობრივები საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეთილი ჰქონდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამაზ ფაცაცია შეხვდა.
მისი თქმით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრობლემის შესახებ ინფორმირებულია.
ფაცაციას განმარტებით, პრობლემის მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება. საკანალიზაციო სისტემა 600 მეტრის მანძილზე განახლდება.