ზუგდიდის ცენტრში, დადვანის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა მიყენებული აქვს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, ბარძაყის არეში. ორჟონიას თქმით, დაშავებულის მდგობარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაციას თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და ფაქტზე აღძღულია სისხლის სამართლის საქმე.