ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

შსს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩაატარეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ზუგდიდის მკვიდრი ბადრი ფიფია.

დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.

დაკავებული ბადრი ფიფია ზუგდიდში ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეში ფიგურირებდა.