ზუგდიდში სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმები დააჯილდოვეს
ზუგდიდში სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმები დააჯილდოვეს

28 ივლისს С ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდში, რუსთაველის N93-ში მდებარე შენობაში, სადაც ადრე სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო იყო განთავსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად გაარემონტა ერთი სართული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დღეს გადასცა.

დღესვე გაიმართა სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმების დაჯილდოება.

პროექტის „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში“ ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის 11 ექიმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, სს „ევექსის ჰოსპიტალები“-ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და შპს „იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკას“ მადლობის სიგელები გადაეცათ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს მადლობის სიგელები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

გიორგი შენგელიამ ექიმებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა აღნიშნა, რომ მათი შრომის გარეშე აღნიშნული პროგრამა წარმატებული ვერ გახდებოდა.

ამასთანავე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დაწყებულ ახალ კამპანიას „შენ C“ შეუერთდა. კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.