ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მედდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა
გვიან ღამით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს „კოვიდ-19“-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.
ქალი ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდაა. დღეს მის ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
გარდა ამისა, დღეს განმეორებითი მეორე ტესტი ჩაუტარდება 50 წლამდე ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს და კორონავირუსზე 30 მარტიდან მკურნალობს.