ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათები გადასცეს.
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.