ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ 
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში დილიდან მიმდინარეობს.

შს სამინისტრომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნა.

მოედანი სამ ზონად არის გაყოფილი. ადგილობრივები ეცნობიან საქართველოს ბოლო 100 წლის ისტორიას, ისტორიულ მუზეუმში გამოფენილია 1918-1921 წლებში, ასევე 1991წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ამსახველი დოკუმენტები.

ყველაზე მეტი დამთვალიერებელი შსს ტექნიკას ჰყავს. აქ გამოყვანილია შსს დაქვემდებარებული ტექნიკის ყველა სახეობა.

ზუგდიდის მერიის მიერ ორგანიზებულია ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, წიგნების, ყვავილების გამოფენა- გაყიდვა.