ზუგდიდში საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების ნომინანტები დააჯილდოვეს
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭათ: ბონდო ჯიქიას, თენგიზ შანავას, ციალა პაჭკორიას, მადონა ხარებავას, დეკანოზ ფრიდონ ასათიანს და კლიმენტ კიკალიშვილს.
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება კი, მიმოზა ცანავას, მართა ანნა გავინეკ-დაგარგულიას, ოთარ გაბელიას, თენგიზ ცერცვაძეს, ნოდარ ჭითანავას და ალექსანდრე ნაჭყებიას მიენიჭათ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაში ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და მომღერალი ნანა ჩიქავა მონაწილეობდნენ.