ზუგდიდში საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა
ზუგდიდში საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა

ზუგდიდში საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა. აქციაზე მირო მარკელიას დაპატიმრება გააპროტესტეს.

მარკელიას ახლობლები და ოჯახის წევრები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე მირო მარკელიას მამამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მირო მარკელიას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

„ხუთი წელი რა ამბავია? ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? ხუთ წელს არ უსჯიან კაცის მკვლელს და ისინი დადიან გარეთ“, – აცხადებს მარკელიას მეზობელი ზამირ ჩახაია.

მირო მარკელიასა და მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სოფელ კახათში რამდენიმე თვის წინ მოხდა.

საქმეზე სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.